saqarTvelos qedebi - ubisTavis qedi
ქედი ქართლის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთის განშტოება. იწყება მთა მისელურიდან და გადაჭიმულია ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის შესართავამდე. სიგრძე 9 კმ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული მერგელებით, კირქვებით და ქვიშაქვებით. შუა ნაწილში აღმართულია მთა უბისთავი (2329 მ). ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთა დანაწევრებულია ფშავის არაგვის შენაკადებით. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზედა - სუბალპური ბალახეულით.